ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ხალხის ძალა“ რეალურად, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს და მის პოზიციას გამოხატავს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ხალხის ძალა“ რეალურად, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს და მის პოზიციას გამოხატავს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები დაზიანდეს.

„ხალხის ძალა“ რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პირი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაქსიმალურად დაამციროს, მიაყენოს მათ რეპუტაციას ზიანი, ეს არის რუსული დაკვეთა და "ქართული ოცნების" მორიგი პროპაგანდა. ეს არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ კრემლის მიერ ნაკარნახევი",-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, ეს "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებული „მორიგი უსინდისო განცხადებაა“.

„რუსეთი აწარმოებს საქართველოს მიმართ ომს არა 2008 წლიდან, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან. 2008 წელი იყო ერთ-ერთი ფაზა ამ განუწყვეტელ ომში, რომელსაც რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუსას გაკეთებულ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ელჩმა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი