იაგო ხვიჩია - გახარია არ ამბობს, რეალურად რა მოხდა 20 ივნისს, „ქოცები“ კი არავის სჯიან - ისინი ხელს ერთმანეთს აფარებენ

გახარია არ ამბობს, რეალურად რა მოხდა 20 ივნისს, „ქოცები“ კი არავის სჯიან - ისინი ხელს ერთმანეთს აფარებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანებას "ქართული ოცნების" "ლოცვა-კურთხევა" ჰქონდა და ის მხოლოდ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას არ გაუცია.

"ეს ბრძანება არ ყოფილა მარტო გახარიასი. ამ ბრძანებას აშკარად ჰქონდა "ქართული ოცნების" ლოცვა-კურთხევა, მაგრამ რომელი თანამდებობის პირი იყო, ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა, ამას ბატონი გახარია არ ამბობს. ისევე როგორც ის არაფერს ამბობს იმ სისტემის შესახებ, თუ როგორ იმართება "ქართული ოცნება". რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი? ოპოზიციიდან უფრო მარტივია რაღაცის გაკეთება თუ პრემიერ-მინისტრობიდან? ეს არის კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ არსებობს და სანამ პასუხი არ გაეცემა, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩეველი კრიტიკული უნდა იყოს მის მიმართ.

2020 წელს გახარია ხელისუფლებაში იყო და ხელისუფლების სახელით მოქმედებდა. "ქოცები" ხელს საკუთარ თავს აფარებენ და არა გახარიას. გახარიაზე ხელის დაფარება ამ მთავრობას გამოდის, იმიტომ რომ მაშინ გახარია "ქოცებს" წარმოადგენდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს აფარებენ ხელს. გახარია არ ამბობს რეალურად რა მოხდა, "ქოცები" არავის სჯიან ამ საქმესთან დაკავშირებით," - განაცხადა ხვიჩიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია