ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჰელსინკის კომისიის განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ყურადღება და ქართველ ხალხს არ მოაკლდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა

ჰელსინკის კომისიის განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ყურადღება და ქართველ ხალხს არ მოაკლდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, პარტნიორი ქვეყნები ქართველი ხალხის მიტოვებას არ აპირებენ.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, არ ტოვებენ საქართველოს ყურადღების გარეშე და „რუსული კანონი“, ისევე როგორც ზოგადად შექმნილი მდგომარეობა წინასაარჩევნოდ, არის მათი ყურადღების საგანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ამ ისტორიულ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ჰელსინკის კომისიის ეს განხილვაც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს არ მოაკლდება ყურადღება და ქართველ ხალხს არ მოაკლდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი