Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი, საუკეთესო კორპორაციული ავტომობილი Geely Emgrand წარუდგინა

Geely Emgrand საქართველოშია. ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის თანამედროვე და ელეგანტური სედანი იდეალურია კორპორაციული შესყიდვებისთვის და Geely Sakartvelo-ს შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.

Emgrand გამორჩეული სედანია, კლასიკური და დამახასიათებელი ექსტერიერით, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული ჭეშმარიტად თანამედროვე დიზაინთან და ტექნოლოგიებთან. Emgrand იდეალურია როგორც ურბანული სივრცისთვის, ისე შორეული მოგზაურობისთვის. ის აგებულია ინოვაციური მოდულური პლატფორმის BMA-ს საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია Geely-ის მიერ, ევროპელი ტექნიკოსების მონაწილეობით. აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს მეტ სივრცეს ინტერიერში.

Geely Emgrand აღჭურვილია 1.5 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქალაქგარეთ მგზავრობისას საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრს შეადგენს, შერეული - 5,8 ლიტრს. მომხმარებლის სურვილისამებრ გადაცემათა კოლოფის შერჩევაც შესაძლებელია, კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია მექანიკური ან ავტომატური ტრანსმისია.

გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Auto ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, თუმცა მომხმარებელს ამ მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ. ჩვენს შოურუმში ახლა უკვე Geely Emgrand-ც ხელმისაწვდომია. ეს არის C და B სეგმენტს შორის არსებული სედანი. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებს. საცალო ბაზრისგან განსხვავებით, კომერციული მიმართულებით სედანზე მოთხოვნა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ ქართულ ბაზარს წარვუდგინეთ მოდელი, რომელიც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა. Emgrand-ის ფასები კომპლექტაციის მიხედვით $14 500-დან $17 000-მდე მერყეობს. საქართველოში Geely Emgrand 4 კომპლექტაციითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელები ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მას ოფიციალური გარანტიაც მოჰყვება“.

Geely Emgrand აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოებისა და მულტიმედია სისტემებით. ინტერიერში დაგხვდებათ 12,3-დიუმიანი ცენტრალური მონიტორი, Apple Car Play-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით. ასევე უკანა ხედვის კამერა, ბრმა ზონების კონტროლის სისტემა და მძღოლის სხვა დამხმარე ფუნქციები.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა