მამუკა ხაზარაძე „ხალხის ძალაზე“- ეს არის რუსული ძალა, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება - ისე გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, როგორც შარშანდელი თოვლი

ეს არის რუსული ძალა, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება, - ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ხალხის ძალის“ განცხადება.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ერთი ფრთაა და ისინი ისე გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, როგორც შარშანდელი თოვლი.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფრთა, რომელიც რეალურად, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ განზრახვებს ახმოვანებს, რომ ჩამოაშოროს საქართველო დასავლურ ცივილიზაციას და შეიყვანოს ჭაობში, ამას არ დავუშვებთ. ისინი ისე გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, როგორც შარშანდელი თოვლი",-განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუსას გაკეთებულ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ელჩმა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, "თუნდაც ეს იმ - მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი - "სტრატეგიული პარტნიორობის" გადახედვად დაგვიჯდეს, რის მუქარასაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვისმენთ და თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია