სამხრეთ კორეის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავენ

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორაციას Reuters-ი სააგენტო Yonhap News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სეულმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაგმო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერებმა, კიმ ჩენ ინმა და ვლადიერ პუტინმა გუშინ, ფხენიანში მოაწერეს ხელი.

„მთავრობა მკაფიოდ ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხმარება ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებაში, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა და ექვემდებარება მონიტორინგს და სანქციებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მათი განმარტებით, ასეთი დარღვევა სეულის მოსკოვთან ურთიერთბას გააუარესებს.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა