მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში ჩაითრიოს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში ჩაითრიოს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, დაუშვებელია შენი სტრატეგიული ობიექტი გადასცე ქვეყანას, რომლის მმართველობაში არის კომუნისტური პარტია.

„ანაკლია არ არის რიგითი პროექტი, რიგითი პორტი, ეს არის ადგილი, რომელიც გახდება რეგიონში წამყვანი წერტილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ ფუნქციას მისცემს. ის, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში ხდება, ეს არის რბილად რომ ვთქვათ დანაშაული იმიტომ, რომ მათ გაჩერეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, პერსპექტივა და ახლა ამ პროექტის გადაცემა უნდათ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორისთვის, რომელიც გაეროში იმასაც კი არ უჭერს მხარს, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ ადგილზე დაბრუნდნენ.

ამიტომ, ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ როგორც კი 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გავუშვებთ და დავიწყებთ ანაკლიის პროექტის სერიოზულად განვითარებას, რომელიც ამ ქვეყანას მისცემს უზარმაზარ პერსპექტივას, უამრავ სამუშაო ადგილს, დიდ შემოსავალს ბიუჯეტში.

დაუშვებელი შენი სტრატეგიული ობიექტი გადასცე ქვეყანას, რომლის მმართველობაში არის კომუნისტური პარტია. კომპანია, რომელიც არის სახელმწიფოსი და ქვეყანა, რომელიც ეხმარება შენი ქვეყნის მთავარ მტერს, ოკუპანტს. ასეთი გადაწყვეტილება არის დანაშაულებრივი. ჩინეთში უამრავი საკმაოდ საინტერესო და რეპუტაციული კერძო კომპანია არის, რომელთაც არ გამოუთქვამთ ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებული რუსების ჩარევით“,-განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს არბიტრაჟთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა: „დაველოდოთ, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დამთავრდა არბიტრაჟი, უკვე ფორმალობები დარჩა და უახლოეს ხანში ჩვენ პასუხს გავიგებთ“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია