პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა. კანდიდატებს: გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს კომიტეტზე დამსწრეებმა, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა, მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ამასთან, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საკითხს, რომლის თანახმად, კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყაროთ კენჭი. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ეს ყველაფერი დასკვნაში აისახება და კომიტეტი რეკომენდაციას გასცემს, რომ კენჭისყრის შედეგად, გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი არჩეული არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად.

„აქ ერთი მომენტია, პირველი ვინც დადგება კენჭისყრაზე და ვისი არჩევაც მოხდება გვარების ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით, ის დაიწყებს მოსამართლის ფუნქციის შესრულებას უზენაეს სასამართლოში. ვინაიდან ადგილი ოქტომბერში თავისუფლდება, შემდგომი ორი კანდიდატი გვარების ანბანური თანმიმდევრობით შეასრულებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილებას“, -განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, რომ ოპოზიცია არ დაესწრო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებთან გასაუბრებისა და შემდგომ კენჭისყრის პროცედურას, როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას კანდიდატების „ჩაჭრისთვის არგუმენტები არ აქვს“.

„ოპოზიცია არ ესწრება კომიტეტს. კრიტიკოსები ყოფილან და გაუჭირდათ აქ მოსვლა, კრიტიკული პოზიციების დაფიქსირება, თუმცა გარედან, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიან ჟურნალისტებს, თურმე როგორი ცუდები ყოფილან კონკრეტული კანდიდატები. ზუსტად ეს შევთავაზე, რომ მოსულიყვნენ, ჩაეჭრათ კანდიდატები, თუ ამის სივრცე ჰქონდათ და ეს გამოჩნდებოდა. თუმცა, ამას რესურსი და არგუმენტი სჭირდება. ფაქტია, რომ ეს არგუმენტები არ აქვთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს