სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას, პირველი ივლისიდან დაიწყებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას, 1-ელი ივლისიდან დაიწყებს - სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს შეხვედრები იმ სტუდენტებთან, რომლებმაც საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის შესაბამისი მიმართულებების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.

სტუდენტებს აქვთ საშუალება, მათთვის სასურველი მიმართულება აირჩიონ და ამის შემდეგ უკვე შესარჩევი გასაუბრებები დაიგეგმება.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება