ირაკლი კობახიძე ფეხბურთელების დაჯილდოებაზე - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა

სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული სახელი და გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ფეხბურთელების ღირსების ორდენის დაჯილდოების საკითხშიც სცადა განხეთქილების შეტანა.

„რაც შეეხება ღირსების ორდენის თემას, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში, გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა.

ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, ფეხბურთის ფედერაციასთან და ნაკრებთან გავიარეთ კონსულტაციები იმისათვის, რომ იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა რამე უკმაყოფილება არ გამოეწვია. საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია, სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე. ასეთ დროს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული სახელი და გვარების ამოღება, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წინაშე დამსახურება აქვთ, როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, დანარჩენი ქართველმა გულშემატკივარმა და საზოგადოებამ შეაფასოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმა საქართველო-ჩეხეთის მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.

მისი თქმით, ამჯერად საქართველოს ნაკრების მხარე იქნება იღბალი და მოწინააღმდეგეს დაამარცხებენ.

„ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების დიდი იმედი. პირველ თამაშში ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს, უბრალოდ იღბალი დაგვაკლდა, მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა