ილია დარჩიაშვილი - ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად,  საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას.

"ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში, თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ჩვენი მოსახლეობა თავად ხედავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი უსამართლო შეფასებებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ჩვენმა ხელისუფლებამ შეუქცევადად ვაქციეთ ეს პროცესი და ეს აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება