ლევან იზორია - ამბასადორიალზე საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც ურყევად უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას - უმთავრესი დავალება სწორედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებაა

ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც განაცხადა.

„ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ბუნებრივია, ამ კურსის შეუქცევადობის შესახებ გაცხადებული იქნა დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მრავალგზის საჯაროდაც განაცხადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე