პრემიერ-მინისტრი ევროპასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის შეფასებით, ამბასადორიალი ელჩებთან შეხვედრის მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც ის ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალური მსჯელობისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ დედაქალაქში საქართველოს ელჩების შეკრება უკვე ტრადიციად იქცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დიპლომატების კოორდინაციისთვის, ისე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ელჩებმა პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს.

ამბასადორიალში ევროპის ქვეყნებში საქართველოს ელჩების გარდა, ევროკავშირსა და ნატოში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე