ახალგაზრდების აქცია გმირთა მემორიალთან დასრულდა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დანაყოფები. მომიტინგეები გმირთა მოედანთან სკანდირებდნენ - "გაუმარჯოს ჩვენს გმირებს".

მომიტინგეებმა ადგილზე სიმბოლურად ტელეფონის ფანრები აანთეს. აქციის ორგანიზატორებმა კი გმირთა მემორიალთან ხატები დააბრძანეს.

"მაშინ, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს ვებრძვით სარწმუნოებას, მინდა ხმამაღლა განვაცხადო - მე ვარ მართლმადიდებელი, აქ კი არის ჩემი მუსულმანი დედა, რომლის დამსახურებითაც მე ვარ ქრისტიანი, სწორედ ამიტომ, გმირთა მემორიალთან დავაბრძანებთ ხატებს, რომელზეც გამოსახულია წმინდა ამბროსი ხელაია, წმინდა გიორგი, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და ექვთიმე თაყაიშვილი" -, განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

აქციის დასრულებისას ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ აქციას ბევრი ადამიანი ვერ ესწრება, რადგან ქალაქიდან არიან გასული. არჩევნების წინ კი პერმანენტული გამოსვლები გაგრძელდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. მისი თქმით, მოძრაობა "დაფიონის" წევრები საოკუპაციო ხაზთანაც ჩავლენ.

აქცია ამ დროისთვის, დასრულებულია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე