ლინკოლნ მიტჩელი - „ქართულმა ოცნებამ” საქართველო გარკვეულწილად პოპულისტურ ბანაკში განათავსა, რომელიც იზრდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა უნგრეთი - გამოწვევაა, რა ვქნათ, როგორ მივცეთ სტიმული საქართველოს მთავრობას, რომ საქციელი შეცვალოს

გამოწვევაა თუ რა ვქნათ, როგორ მივცეთ სტიმული საქართველოს მთავრობას, რომ თავისი საქციელი, მიდგომა შეცვალოს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა აშშ-ის კონგრესში გამართულ ბრიფინგზე სახელწოდებით - “რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება” განაცხადა.

მიტჩელმა ისაუბრა საქართველოს მოსახლეობაში არსებულ განწყობებზე, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე და დასძინა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველო გაკრვეულწილად პოპულისტურ ბანაკში განათავსა, რომელიც იზრდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა უნგრეთი.

“მინდა ცოტა ხანს ვისაუბრო ქართველი ხალხის ევროპისკენ ორიენტაციაზე, ვინაიდან, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ხედავთ, არის აჯანყება, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ კანონზეა, რომელიც მათ არ მოსწონთ, მაგრამ ის ასევე, გაცილებით მეტზეა. ეს ქართველი ხალხის განცხადებაა, რომლებიც ქუჩებში არიან, რომლებიც ამბობენ: “ჩვენ არ გვსურს გზა, რომელსაც რუსეთისკენ მივყავართ. ჩვენ იმ გზაზე დარჩენა გვსურს, რომელსაც დასავლეთისკენ მივყავართ”.

და ამაში არის ის, რაც, მგონი, უფრო უკეთ უნდა გამოვიკვლიოთ - კვლავ და კვლავ გვესმის, მონაცემებით გამყარებული, რომ ქართველი ხალხი დიდწილად პრო-დასალურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად სიმართლეა, ეს ამაზე უფრო რთული საკითხია.

“ქართული ოცნების” მთავრობამ, მმართველმა კოალიციამ, საქართველო გარკვეულწილად ისეთ პოპულისტურ ბანაკში განათავსა, რომელიც ვხედავთ, რომ იზრდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა უნგრეთი, ევროპის სხვა ადგილებში. პარტიები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ამას ამომრჩეველი ყავს. ხალხი, რომელსაც ვერ ვხედავთ ქუჩებში, რომლებიც შეიძლება 10-12%-ზე მეტი იყოს, მაგრამ შეიძლება 30%-მდე ადიოდეს. ხალხი, რომელიც სოფლებში უფრო ცხოვრობენ, უფრო ასაკოვნები არიან, ნაკლებად საუბრობენ ინგლისურად, ბევრ შემთხვევაში ნაკლები ფული აქვთ. ეს არის “ქართული ოცნების” პარტიის მხარდაჭერის ხერხემალი.

და თავის მოჩვენება, თითქოს ეს არ არსებობს, ჩვენი მხრივ შეცდომაა. ეს უმრავლესობა არ არის, მაგრამ ეს საკმარისია, რომ წარმატებული საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი გახდნენ. და დამატებითი, მესიჯები, რომლებიც ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში გვესმის “ქართული ოცნებისგან”, რომლებიც ძალიან ჰგავს მსოფლიოს მასავით სხვადასხვაგვარი პრო-პუტინისტური ბლოკების მესიჯებს, არის: “ევროპა უდრის პრო-LGBT-ს", მოკლედ რომ ვთქვათ, თუ "საქართველო ევროში წავა, გეი უნდა იყო” ან რაღაც მსგავსი. მოუხედავად იმისა, რომ ეს სისულელეა, ეს ძლიერია მათ ამომრჩეველში.

ასე რომ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში ახლა უცნაური მომენტია, ის უფრო სადავოა, ვიდრე გვინდა, რომ გვჯეროდეს, თუმცა ძლიერად მჯერა, რომ უმრავლესობა ემხრობა ამ პროევროპულ და პროდასავლურ მიმართულებას. ფსონები მაღალია და ჩვენნაირი ქვეყნებისთვის გამოწვევაა თუ რა ვქნათ, როგორ მივცეთ სტიმული საქართველოს მთავრობას, რომ თავისი საქციელი, მიდგომა შეცვალოს იმ დროს, როდესაც საქართველოს არჩევნებამდე მივდივართ", - განაცხად მიტჩელმა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის