აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი - ვლადიმერ პუტინის განცხადება ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოუდგენლად შემაშფოთებელია

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის რუსული იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს.

„წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ამან, შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მისივე თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებამ ასევე შეიძლება დაარღვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებსაც თავად რუსეთმა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი „იტოვებს უფლებას, მსოფლიოს სხვა რეგიონებს, და არ არის გამორიცხული ჩრდილოეთ კორეას, იარაღი მიაწოდოს. „დასავლელები აწვდიან იარაღს უკრაინას და აცხადებენ : და შემდგომ ჩვენ აღარაფერს ვაკონტროლებთ და არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყენება ის. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, ვიღაცას რაღაც მივაწოდეთ და შემდეგ არაფერს ვაკონტროლებთ“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს