სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საგარეჯოში, კახეთის რეგიონის იმ სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო პროგრამებთან და სერვისებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა კამპანიის მიმდინარეობა, ყურადღება გაამახვილა გამოვლენილ აქტუალურ საკითხებზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამომავლო ნაბიჯები, რომელიც გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება უწყების მიერ.

„შეხვედრაზე თეა ახვლედიანის მხრიდან აღინიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანია მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს საცხოვრებელ ადგილზე, ინტერაქტიულ რეჟიმში, შესაბამისი პროფილური უწყების წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, განათლებისა და სახელმწიფო ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის მიზნით არსებულ შესაძლებლობებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე, როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური მიმართულებებით, ასევე უფასო იურიდიული დახმარების თვალსაზრისით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ აღნიშნული ყოველწლიური კამპანიის განხორციელება ტრადიციად იქცა და მოსახლეობის მხრიდან მაღალი ინტერესის საპასუხოდ, მუდმივად ვითარდება და ფართოვდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით წარიმართა.

„დღეს ჩვენ საგარეჯოში შევაჯამეთ კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარე თემატური ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მეტად საინტერესოდ და სასარგებლოდ შეფასდა. ამგვარი შეხვედრები და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენ საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ეფექტიანი და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული გავხადოთ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე განსაკუთრებით ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობის წვდომა, ხელი შევუწყოთ მათ ინფორმირებას გახსნილი შესაძლებლობების თაობაზე და შესაბამისად სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში მათ სრულფასოვან ჩართულობას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია