გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილი „ვეტოვუმენად“ არის წოდებული

სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა ვეტოები - „ვეტოვუმენად“ არის წოდებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნებისმიერ წარმატებას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს.

„რა თქმა უნდა, ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ 9 პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში და დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება.

სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები. საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას. ნებისმიერი წარმატება, რომელიც აქვს საქართველოს მის მიერ აღქმული არის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის ის ვეტოს ადებს. დააგროვა აი, ეს ვეტოები. "ვეტოვუმენად" არის წოდებული," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს