ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმის პირველ დღეს ქალაქების გაძლირებასა და მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქების მუნიციპალური სერვისების შესახებ იმსჯელეს

ქუთაისში მე-4 საერთაშორისო ფორუმის პირველი დღე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რამდენიმე თემატური სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და უცხოელი მომხსენებლები.

„თემაზე „ქალაქების გაძლიერება - სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა“ ისაუბრეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, რადიმ სრშენმა, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კონრად ვოინაროვსკიმ, რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა, ოვიდიუ-ვასილე ჩიმპენმა.

„მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები“, „მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“, „ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას“ - ამ თემების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სესიებს მოდერატორობა გაუწიეს: ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ, თამარ დახუნდარიძემ, AI ტრანსფორმაციის კონსულტანტმა, ლელა მაჩაიძემ, ევროპის ურბანული ცოდნის ქსელის დირექტორმა, მარტინ გრიზელიმ.

ქუთაისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი მუშაობას 21 ივნისს დაასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს