ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - უბრალოდ, დავადეთ ვეტო და ასე მიგვაჩნიაო - ეს არის დემოკრატიული ჩარჩოდან გასვლა

სამწუხაროა, ეს არ არის ნორმალური და დემოკრატიული, ეს გადის დემოკრატიული ჩარჩოდან, - ასე მიმართა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

ოხანაშვილმა მსხილაძეს ჰკითხა, კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხი რა პროცენტული მაჩვენებლით მცირდება. საპასუხოდ, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება „მეტ ლეგიტიმაციას მატებს ნებისმიერ ორგანოს“.

„მეტ პასუხს კითხვაზე არ გაგცემთ“, - განაცხადა მსხილაძემ.

„ეს ყველაფერი მართლაც ყოველგვარს ზღვარს ცდება იმიტომ, რომ სამართლებრივი, პოლიტიკური ანალიზი არ გაქვთ გაკეთებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე არ და ვერ გვესაუბრებით. ლეგიტიმაციის ხარისხი როგორ იკლებს და იმატებს, ვერ გვიხსნით. უბრალოდ, დავადეთ ვეტო და ასე მიგვაჩნიაო. ეს არის დემოკრატიული ჩარჩოდან გასვლა, რაც არის ძალიან სამწუხარო. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე სრული სურათი და წარმოდგენა, რომ ამას სამართლებრივ ჭრილში შესაბამისი შეფასებები და რეაქციები ჰქონდეს. პოლიტიკურად უკვე არჩევნების დროს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან არასერიოზულია“,-მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს