შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იტალიის ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მასიმილიანო დ’ანტუონო და მისი მოადგილე - ფაბიოლა ალბანეზე ეწვივნენ.აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა.

სტუმრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრი მოინახულეს და სამუშაო სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე მხარეებმა „PPRD East 3“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე, ქალაქ ბორჯომში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სამაგიდე სწავლებას შეეხო.

„PPRD East 3”- ის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამაგიდე სწავლება ჩატარდა, რომელსაც იტალიელი ექსპერტებიც ესწრებოდნენ. სწავლება, რომელიც ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ტყის ხანძრების პრევენციას და საგანგებო მართვის გეგმის დატესტვას ემსახურებოდა, აღჭურვილობის და ტექნიკის გამოფენით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე „PPRD“-ის ეგიდით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს