დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას

სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებს "ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს", თუმცა ცოტა გაუჭირდება.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შიშები, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" მედროშე სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ამოძრავებს, შიშებად დარჩება და მათი ფიასკო გარანტირებული იქნება.

სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას. უბრალოდ ყველაფერი არ არის არგუმენტირებული. ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს, საზოგადოების თვალში მაინც, ცოტა კი გაუჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, ვის ეშინია, როგორ ეშინია და რა კანკალი აქვთ ატეხილი რადიკალურ ოპოზიციაში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს შიშები დარჩება შიშებად. ეს საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამართლდება და მათი ფიასკო და საზოგადოების კიდევ ერთი განაჩენი არის გარანტირებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს