კახა აბულაძე - ბოლო მონაცემებით, საზაფხულო ბაღში რეგისტირებულია 17 200-მდე ბავშვი - გასულ წელთან შედარებით საზაფხულო ბაღების მოთხოვნა გაზრდილია

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით საზაფხულო ბაღში რეგისტირებულია 17 200- მდე ბავშვი.

მისივე თქმით, თუ მოთხოვნა განსაზღვრულ რაოდენობას გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში უწყება საზაფხულო ბაღების რაოდენობას გაზრდის.

„საზაფხულო ბაღები, ეს არის სოციალური პროექტი, რომლითაც ჩვენს აღსაზრდელებს ვემსახურებით. ამ პროექტის მიზანია იმ მშობლების მხარდაჭერა, რომლებიც ივლისის თვეში ქალაქს ვერ ტოვებენ. 5 ივნისს ჩვენ რეგისტრაციის პროცესი დავიწყეთ და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ამ წუთის მონაცემებით 17 200- მდე ბავშვი არის საზაფხულო ბაღის პროექტში რეგისტირებული და ჩვენ შეგვიძლია 18 000-მდე აღსაზრდელის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ გადააჭარბებს მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჯგუფების რაოდენობა დავამატოთ და მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. გასულ წელთან შედარებით საზაფხულო ბაღების მოთხოვნა არის გაზრდილი, შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე წელს 5 საბავშვო ბაღი დავამატეთ, 45-ს ნაცვლად 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს”, - განაცხადა კახა აბულაძემ.

გარდა ამისა, აბულაძის განმარტებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის 18 000 აღსაზრდელის მიღებას შეძლებენ.

„მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ შევძლებთ 18 000 აღსაზრდელის მიღებას, აქედან 1 550-მდე ადგილი დაგვემატა 5 საბავშვო ბაღის გახსნის შედეგად, რომელთაგან 3 ალტერნატიული ფართიდან დაუბრუნდება კუთვნილ მისამართს, სრულიად რეაბილიტირებული, ხოლო 2 ახალი საბავშვო ბაღი პირველად მიიღებს კონტიგენტს”, - აღნიშნა კახა აბულაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს