სერგო ჩიხლაძე - ლიეტუვის მოწოდება ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის

ქართველი ხალხისადმი ლიეტუვის მოწოდებაა, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ და მათი იმედი, სურვილი არის, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი საქმე ქართველ ხალხთან ერთად 26 ოქტომბერს უნდა გაკეთდეს.

„საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს ლიეტუვის პარლამენტში განსაკუთრებით თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს, ასე ხვდებიან ნამდვილად მეგობრებს.

მათი მოწოდებაც ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ და მათი იმედი, სურვილი არის, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირს ეღობება, აღარ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც გვაკარგვინებს ჩვენს მეგობრებს და კეთილი ნების ელჩებს ევროკავშირში.

ეს უნდა შეიცვალოს და მთავარი საქმე ჩვენ ყველას ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის შიგნით 26 ოქტომბერს გვაქვს გასაკეთებელი“ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს