უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კრასნოდარის მხარეში, Shahed-ის დრონების საცავებს წარმატებით დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა წუხელ კრასნოდარის მხარეში წარმატებით დაარტყეს Shahed-136/Geran-2 ტიპის დრონების საცავებსა და გამოსაყენებლად მოსამზადებელ ადგილებს და ამ უპილოტო საფრენი აპარატების საკონტროლო და საკომუნიკაციო პუნქტებს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, საბრძოლო მუშაობის შედეგად, აფეთქებების სერია და ხანძარი დაფიქსირდა.

ამასთან, გენერალური შტაბის ინფორმაციით, წუხელ, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა აფიპსკის, ილსკის, კრასნოდარის და ასტრახანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. იერიში მიიტანეს რუსების სარადარო სადგურებსა და რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრებზე ბრიანსკის ოლქსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

„მტრის სამიზნეების განადგურების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, 20 ივნისს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა თავდასხმა განახორციელეს რუსების საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე ტამბოვის ოლქში, ასევე ნავთობის საცავზე ადიღეს რესპუბლიკაში.

„ენემსკაიას“ ნავთობსაცავის ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთი აფეთქება დაფიქსირდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა, ასევე დადასტურებულია მტრის საწვავ-საპოხი მასალების საწყობის განადგურება ტამბოვის ოლქში“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

გენშტაბში განმარტავენ, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა ზომის მიღებას რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია