თსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, სამართლის, ეკონომიკისა და ეკლესიის ისტორიის საკითხებზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ცნობილი ქართველი ისტორიკოსების, პროფესორების ნოდარ შოშიაშვილისა და გივი ჯამბურიას 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები, ნოდარ შოშიაშვილისა და გივი ჯამბურიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

„ჩემთვის სასიამოვნოა ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც სტუდენტურ მეცნიერებას და ისეთ დიდ ქართველ ისტორიკოსებს ეხება, როგორებიც ნოდარ შოშიაშვილი და გივი ჯამბურია იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები იზრდებიან იმ ტრადიციებზე, რომელიც მათ დაგვიტოვეს“,- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა.

მისი თქმით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და საკმაოდ აქტუალურ საკითხებს ეხება.

„მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები ასეთ საინტერესო თემებს არიან შეჭიდებულნი. მათ მიგნებებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს ლექციებში“,- განაცხადა ვიცე-რექტორმა.

როგორც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, ნოდარ შოშიაშვილი და გივი ჯამბურია თავიანთი შრომებითა და კვლევით გამორჩეულები იყვნენ.

„ისინი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქმნიდნენ იმ გარემოს, იმ აკადემიურ სივრცეს, რომელიც ამ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე იყო. მიხარია, რომ სტუდენტური კონფერენციის თემატიკა ასეთი მრავალფეროვანია. უნივერსიტეტი ყველანაირად უწყობს ხელს მეცნიერების გაახალგაზრდავებას და სტუდენტების ჩართვას მეცნიერებაში“,- განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „შუა საუკუნეების საქართველო“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

კონფერენციაზე შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, სამართლის, ეკონომიკისა და ეკლესიის ისტორიის საკითხებია წარმოდგენილი. მათ შორის, XI საუკუნის სამეფო ოჯახში არსებული დაპირისპირებები; XI-XII საუკუნეების საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები; ვიკინგები საქართველოს ისტორიაში; სამართლისა და ეკლესიის ისტორიიდან, აღსანიშნავია, სიკვდილით დასჯის საკითხი შუა საუკუნეების საქართველოში; „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ წარმოდგენილი ერთ-ერთი მუხლის შესახებ, რომელიც კათალიკოსებს შეეხება და სხვა საინტერესო მოხსენებები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია