თეონა აქუბარდია - ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე მკაფიო იყო, თუ რამდენად სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს საქართველო ჩრდილოეთ ორბიტაზე და როგორ აშორებს დასავლეთს მისი ნაბიჯები

ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე მკაფიო იყო, თუ რამდენად სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს საქართველო ჩრდილოეთ ორბიტაზე და როგორ აშორებს დასავლეთს მისი ნაბიჯები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე, ასევე, მკაფიო იყო ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ჰელსინკის კომისიაზე საქართველოსთან დაკავშირებული განხილვა ორი რამით იყო გამორჩეული. ერთის მხრივ, შეფასებითი ნაწილი, სადაც ღიად ითქვა, რომ "რუსული კანონი", ისევე როგორც ავტორიტარული ნაბიჯები, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს ხალხის გაცხადებული კურსის წინააღმდეგ, პირდაპირ კრემლის ინტერესების გატარებას ნიშნავს. ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც თავად ივანიშვილის მრჩეველი იყო, მას [ივანიშვილს] ღიად დებს ბრალს და ეს ობიექტური რეალობაა, რომ კრემლის საქმეს აკეთებს, თუ არა დაკვეთით თავისი ნებით. მეორე - რა მოხდება ამის შემდგომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში? ითქვა არა მხოლოდ ის, რომ "მეგობარი აქტი" და "სენატის აქტი" საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას გადახედავს და დახმარებებს შეწყვეტს იმ საბიუჯეტოს, რომელსაც ქართველი ხალხი აქამდე იღებდა, არამედ, მათ შორის, ითქვა, რომ ის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია - NDI და IRI, რომლებიც საქართველოში წლების მანძილზე პარტიული დემოკრატიის გაძლიერებას, მათ შორის, ყველაზე დიდი თანხით "ქართული ოცნების" დახმარებას, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერას გულისხმობდა, ეს ყველაფერი ვეღარ გაგრძელდება, თუ გაგრძელდება ის ავტორიტარული ნაბიჯები, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს," - განაცხადა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე