მაია სანდუმ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ  განკარგულებას ხელი მოაწერა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ“, - დაწერა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ში.

მისი თქმით, მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.

„ამგვარად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, 25 ივნისს გაიმართება მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას აღნიშნავს. ქვეყნის მოდერნიზაციის ძალისხმევის უკან სამთავრობო ინსტიტუტების ათასობით ადამიანი დგას და თითოეული მათგანის მუშაობას გადამწყვეტი გავლენა აქვს ჩვენი ქვეყნის მიზნის მიღწევაზე - მოამზადოს ქვეყანა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,” - განაცხადა სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული კომისიის შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე შეათანხმეს მოლაპარაკების ზოგადი პოზიცია, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. ამასთან, ევროკავშირთან მთავარ მომლაპარაკებლად ევროინტეგრაციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერი, კრისტინა გერასიმოვი დაინიშნა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება