საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის შესახებ

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის შესახებ, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები, „ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში’’ და ამ ცვლილებებით ,,აღნიშნული კომისია (ანუ ცესკო) გამოდის ერთპარტიული“.

უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება, სადაც მმართველ პარტიას ჰყავს ერთი წევრი, ხოლო დანარჩენი 8 წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არც დღეს არსებული დაკომპლექტებიდან გამომდინარე, არც მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია.

შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ასეთი უსაფუძვლო შეფასებები შესაძლოა ემსახურებოდეს იმ საერთო ნარატივს, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, რაც გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს უარის თქმად პროცესში ნეიტრალურ როლზე. მიუღებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საუბრობდეს და თუნდაც ირიბად ეჭვქვეშ აყენებდეს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის მიუკერძოებლობას და თავს არიდებდეს და საერთოდ არ ახსენებდეს რეალურ პრობლემას, რაც დაფიქსირებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტებში, სწორედ ცესკოს პარტიული წევრების პოლიტიკური მიკერძოების კონტექსტში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება არაერთ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ, ამ მიმართულებით არასწორი აღქმების შექმნის მცდელობა, არჩევნების წინ, მიუღებელი და გაუგებარია. არჩევნები საერთო საქმეა და ყველა ინსტიტუციას, ასევე ჩართულ მხარეებს, კომპეტენციების შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად და არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა