სერგო ჩიხლაძე - „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის ოჯახს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს

რამდენიმე წუთის წინ, „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც არიან რუსული კანონის ინიციატორები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში, განსაკუთრებული აქცენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა.

„განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი არის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე და მთლიანად რეზოლუცია გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ამისთვის საქართველოში საჭიროა თავისუფალი არჩევნები, საქართველოში რუსული კანონი აღარ არსებობდეს და ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვილნიუსში, ALDE-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქართველი ხალხის ნებას აღიარებს. რეზოლუცია ითვალისწინებს იმას, რომ გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მიენიჭა, ასევე, იმას, რომ „უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა „რუსული კანონის“ მიღება და საქართველოში მომიტინგეების, ოპოზიციისა და თავისუფალი პრესის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება დაგმეს“.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის „სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და „რუსული კანონის“ მიღებას მხარი დაუჭირა“.

„ახალი საგადასახადო კანონისა და „რუსული კანონის“ მიღებას საქართველო ანტილიბერალური და ანტიევროპული მიმართულებით მიჰყავს, რაც საქართველოს ხელს შეუშლის, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. „რუსული კანონის“ გაწვევის შესახებ ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაციების იგნორირება მოხდა“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ALDE ევროკავშირსა და ევროპულ სახელმწიფოებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების, ოფიციალური პირების, „რუსული კანონის“ ინიციატორებისა და მშვიდობიანი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის გამოყენებაში მონაწილე სამართალდამცავების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ასევე, ALDE ევროკავშირსა და ევროპულ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პირადი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი მკაფიო უნდა იყოს საქართველოს გაწევრიანების შესახებ შედეგებთან დაკავშირებით, ასევე, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ხაზი გაუსვან იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უვიზო მიმოსვლასთან და ევროკავშირის სხვა შეღავათებთან დაკავშირებით, თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება. ევროკავშირის ლიდერებმა „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან დისტანცირება უნდა მოახდინონ, რათა „ქართული ოცნების“ მიერ პროპაგანდით მანიპულირება თავიდან აიცილონ. ევროკავშირმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გაზარდონ და საქართველოში არჩევნების მონიტორინგი გააძლიერონ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა