გრიგოლ გეგელია - საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური ზომების მიღებაზეც

„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ალდეს“ მიერ მიღებული რეზოლუცია მკაფიოდ მოუწოდებს ევროკავშირის მთავრობებს, რომ სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას.

როგორც გეგელია აღნიშნავს, საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არა მხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური და ეკონომიკური ტიპის ზომების მიღებაზეც.

„დღეს „ალდემ“ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 9 წევრი სახელმწიფოს ათმა სხვადასხვა პარტიამ დააინიცირა.

ევროპის მოწინავე პარტიების მიერ ინიცირებული დოკუმენტი მკაფიოდ მოუწოდებს ევროკავშირის მთავრობებს, რომ სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ევროპულ გზას, აგრეთვე პირადად ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ძალოვანი ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებს ფეხქვეშ თელავს.

ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახელმწიფოებს, არჩევნების არათავისუფალ რეჟიმში ჩატარების შემთხვევაში, ძირეულად გადაიხედოს ურთიერთობები საქართველოსთან და მათ შორის, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხიც.

საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე არამედ ფინანსური და ეკონომიკური ტიპის ზომების მიღებაზეც. ყველა ვინც ჩართულია რუსულ სპეცოპერაციაში და ქართველი ერის ისტორიულ საგარეო არჩევანს ღალატობს, მიიღებს შესაბამის პასუხს როგორც აშშ-ის, ასევე ევროპული კავშირის მხრიდან“, - განაცხადა გეგელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება