კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა

კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში რუსების რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოსა და ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი მაღალსართულიანი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა. დაზიანდა ასევე ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები, ადმინისტრაციული შენობა და სამი ავტომობილი.

შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი ერთეული ტექნიკა და 15 ადამიანი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა წუხელ, კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული „კალიბრის“ ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტიდან ორი ჩამოაგდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე