ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ მოსულმა სეტყვამ ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები დააზიანა.

ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემში. სტიქიის შედეგად, ასევე, გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. დაზარალებული ფერმერების თქმით, ვენახების 80% დაზიანებულია.

სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვითარებას ეცნობიან. ზარალს კი სპეციალური კომისია ითვლის.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა