ლაშა ფარულავა - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, შეიცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია - ნორმალური განვითარების გზაზე დარჩენისთვის საჭიროა დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, ინდივიდუალური სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა მეორე ტალღაა მოსალოდნელი.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია.

„აშშ-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სავიზო სანქციები დაუწესდა არა მხოლოდ მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრებსაც, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებსაც. ახლა ველოდებით სანქციების მეორე ტალღას, რომელიც ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს გულისხმობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბერი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია შეიცვლება თუ არა. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონით“ შეცვალა კურსი და ტრაექტორია. ამიტომ, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე რომ დარჩეს, ამისთვის საჭიროა დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ“, - განაცხადა ფარულავამ.

მისი თქმით, დასავლური ქვეყნის არაერთმა ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ ე.წ. რუსული კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

ლაშა ფარულავას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იქნება მსჯელობა და მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„დარწმუნებული ვარ, ყველა დაელოდება არჩევნებს იმიტომ, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქართველი ხალხის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი აქცია ჩატარდა თბილისში, რომელიც მათ შორის, გამოხატავდა ქართველი ხალხის ნება-სურვილს, რომ გაგრძელდეს ევროინტეგრაცია, მაინც მთავარი იქნება 26 ოქტომბერი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრამდე გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული და 26 ოქტომბერს თავად ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს საქართველოს მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, მთავრობაში დემოკრატიული ძალები მოვლენ და გააუქმებენ არა მხოლოდ „რუსულ კანონს“, არამედ ქვეყანას წაიყვანენ წინ, ევროკავშირისკენ“, - განაცხადა ფარულავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია