თეონა აქუბარდია - პრემიერის ანგარიშში ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერია

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები „შატალოზე“ დადიან და სესიაზე მოსვლას აგვიანებენ ხოლმე, ვფიქრობ, პრემიერის ანგარიშზე მობილიზაცია იქნება „ქართულ ოცნებაში“ გამოცხადებული და კვორუმის პრობლემა არ იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშში „ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერი არ იკითხება“.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, დასმულ კითხვებზე ირაკლი კობახიძემ არა მხოლოდ მას, არამედ ქართველ ხალხს უნდა გასცეს პასუხი.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები „შატალოზე“ დადიან და სესიაზე მოსვლას აგვიანებენ ხოლმე, ვფიქრობ, პრემიერის ანგარიშზე მობილიზაცია იქნება „ქართულ ოცნებაში“ გამოცხადებული და კვორუმის პრობლემა არ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მომხსენებლის პრობლემა არის, ისევე როგორც ანგარიშის, სადაც ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერი არ არის. მთავარი, ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაზეც მე ვაპირებ კითხვების დასმას, არის: რატომ გვატყუებს მაშინ, როდესაც დეოკუპაციის ხედვის შემუშავება, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მთავრობაში, ანგარიშიდან ამოღებულია; რატომ გვატყუებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე მაშინ, როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობის მიუხედავად ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია საერთოდ გამქრალია ანგარიშიდან; და რას უპირებს ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას იმ ფონზე, როდესაც საქართველოსთან ამერიკა დახმარებას ამცირებს და საუბრობს, რომ ეს საბოლოოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებით დასრულდება. ამ კითხვებზე მან პასუხი უნდა გასცეს ქართველი ხალხის წინაშე და არა მხოლოდ ჩემთან“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება