სერგეი მელიკოვი - დაღესტანში ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა - 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა

დაღესტანში ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა განაცხადა.

„ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ დაღესტნის სიმშვიდეს“, - განაცხადა რეგიონის მელიკოვმა.

მისი თქმით, რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

მელიკოვის ინფორმაციით, სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ და სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება მანამ, სანამ ყველა მონაწილე არ გამოვლინდება.

შეგახსენებთ, გუშინ შეიარაღებულმა პირებმა დერბენტში სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად შენობებში ხანძარი გაჩნდა. თითქმის პარალელურად, ცნობილი გახდა მახაჩყალაში საგზაო პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ. გარდა ამისა, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგოყალაში, სადაც თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

რესპუბლიკაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.

ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, განეიტრალებულია ხუთი ბოევიკი : ორი დერბენტში და სამი მახაჩყალაში. მელიკოვის თქმით, ლიკვიდირებულია ექვსი თავდამსხმელი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე