Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს

Webster University Georgia-ს ახალი რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი მალე ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას. პროფესორ მარისინგს ლიდერობისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში. სულ მალე კი Webster University Georgia-საც ჩაუდგება სათავეში. პარალელურად, ის გახლავთ Webster Leiden Campus-ის რექტორი, სადაც 15 წელზე მეტია საქმიანობს.

საკუთარ გამოცდილებასა და Webster University Georgia-ს განვითარების ხედვაზე, ასევე ამერიკული განათლების უპირატესობებზე თავად ჟან პოლ ვან მარისინგი გვესაუბრება.

- თქვენი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია. მოგვიყევით, როგორი იყო გზა, რომელიც გაიარეთ

- სხვადასხვა საქმის კეთება მომწონს. ბავშვობაში მინდოდა სასტუმრო მემართა, ასევე გავმხდარიყავი ჟურნალისტი, ფსიქოლოგი და პოლიტიკოსი… აღნიშნულის ფონზე გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო... თითქმის 15 წელია, ჰოლანდიაში Webster Leiden Campus-ის რექტორი ვარ. მანამდე ამერიკული იურიდიული ფირმის პარტნიორი და იურისტი ვიყავი 12 წლის განმავლობაში. კიდევ უფრო ადრეულ წლებში წარმოვადგენდი ჰოლანდიის მთავრობას ბრიუსელში, ევროკავშირში და ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს სხვა წევრ ქვეყნებსა და ევროკომისიასთან. კარიერა კი საკონსულტაციო კომპანიაში კონსულტანტად დავიწყე. კომპანიებს ვეხმარებოდი, მათ ბიზნეს სტრატეგიებზე ევროპული რეგულაციების გავლენა გაეანალიზებინათ. რაც შეეხება განათლებას, დოქტორის ხარისხი Leiden University-ში ევროპული სამართლის მიმართულებით მივიღე. როგორც ხედავთ, მართლაც განსხვავებული საქმეების კეთება მიყვარს.

- თქვენ ახლახან დაინიშნეთ Webster University Georgia-ს რექტორად. რა შეგიძლიათ ამ დროისთვის უნივერსიტეტის შესახებ გვითხრათ?

- Webster University Georgia მდებარეობს თბილისში, შთამაგონებელ ქალაქში უდიდესი ისტორიით. აღნიშნული კამპუსი Webster-ის საერთაშორისო ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოებაა. ის სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ თბილისში და მიიღონ როგორც ამერიკული განათლება, ისე დიპლომი. Webster University Georgia-ს სტუდენტებს შეუძლიათ სრულად ისარგებლონ Webster-ის საერთაშორისო ქსელით და სწავლის გარკვეული პერიოდი სხვა კამპუსში, მათ შორის, ჟენევაში, ლეიდენში ან სენტ-ლუისში გაატარონ. მოკლედ რომ ვთქვათ, Webster University Georgia თითოეულ სტუდენტს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

- როგორია Webster University Georgia-ს განვითარების თქვენი ხედვა უახლოესი 5 წლის განმავლობაში?

- Webster University Georgia მესამე აკადემიურ წელს იწყებს. ჩვენ უკან ვტოვებთ სასტარტო ფაზას და ახალ ეტაპზე გადავდივართ. ჩემი ხედვით უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა უახლოეს წლებში 500-მდე გაიზრდება. მეტიც, Webster-ის ქსელის სულ უფრო მეტი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი აღმოაჩენს თბილისის კამპუსს, რადგან მას უამრავი რამის შეთავაზება შეუძლია. რადგან მე Webster Leiden-საც წარმოვადგენ, პირველ რიგში, ვეცდები, სწორედ ამ ორი კამპუსის წარმომადგენლები დავაკავშირო ერთმანეთთან.

- როგორ ფიქრობთ, Webster University Georgia-ს აქვს პოტენციალი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი?

- დიახ, მას ნამდვილად აქვს ეს პოტენციალი. პირველ რიგში, Webster University Georgia-ს იდეალური ადგილმდებარეობა აქვს. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ სტუდენტები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და უზბეკეთიდან. ეტაპობრივად იზრდება ჩვენი სახელი და რეპუტაცია რეგიონში, რაც იმის წინაპირობაა, რომ უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო სტუდენტს მოვიზიდავთ.

მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გვყავს სტუდენტები, რომლებიც ერთი სასწავლო სემესტრის ან წლის გასატარებლად ევროპისა და აშშ-ს კამპუსებში მიემგზავრებიან.

- ზოგადად, რა არის Webster University -ის პროგრამების ძირითადი უპირატესობები და რატომ არის ის ასე პოპულარული მსოფლიოს გარშემო?

- როდესაც ჩვენს სტუდენტებს ვესაუბრები, ხშირად მეუბნებიან, რომ მათთვის Webster-ის მთავარი მიმზიდველობა საერთაშორისო სწავლის გამოცდილებაა. ამის შესაძლებლობას ჩვენი კამპუსების უნიკალური გლობალური ქსელი იძლევა. ჩვენთვის დამახასიათებელია პატარა სასწავლო ჯგუფები, რაც სტუდენტებისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულებისა და სწავლების შესაძლებლობას იძლევა. ჯგუფების უმეტესობა ინტერნაციონალურია, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული საკითხი გლობალურ პერსპექტივაში წარმოვიდგინოთ.

- რას გვეტყვით ზოგადად ამერიკულ განათლებაზე? რატომ არის დღეს ის ასეთი მოთხოვნადი?

- აშშ-ში განათლების დივერსიფიცირებული სისტემაა. ის სტუდენტს აძლევს კრიტიკული აზროვნების უნარს, ასევე ამზადებს დღევანდელობასთან ადაპტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, განვითარების თანამედროვე ტემპს მოერგონ.

Webster-ში ვამაყობთ ჩვენი Global Citizen-ის პროგრამით, რომლის მიზანიც გლობალური მოქალაქეების ჩამოყალიბებაა. ჩვენ გვჯერა, რომ გლობალური აზროვნების ჩამოყალიბება ის მთავარი გასაღებია, რაც სტუდენტებს მომავალი ცხოვრებისა და განვითარებისთვის ამზადებს.

- რას ურჩევთ სტუდენტებს, რომლებიც Webster University Georgia-ში სწავლას აპირებენ?

- წლების წინ, როდესაც საერთაშორისო სამართალს ვსწავლობდი, ვოცნებობდი, რომ საერთაშორისო განათლების მიღება შემძლებოდა. თუმცა, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მომეხერხებინა ეს. ჩემთვის Webster University Georgia ახდენილი ოცნებასავითაა. სწავლის ქართულ კამპუსში დაწყება სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, თბილისში მიიღოს ამერიკული ტიპის განათლება. მეტიც, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებთან ერთად ხარ სასწავლო სივრცეში, შესაძლებლობა გაქვს გლობალური სწავლის გამოცდილება მიიღო. ისინი სწავლობენ არა მხოლოდ საერთაშორისო პროფესორებისგან, არამედ საერთაშორისო სტუდენტებისგანაც. თბილისის კამპუსში 1 ან 2 წლის გატარების შემდეგ, სტუდენტს შეუძლია ევროპის, აშშ-ს ან აზიის კამპუსში გააგრძელოს სწავლა. წარმოიდგინეთ Webster University Georgia რომ არსებულიყო, როდესაც მე სტუდენტი ვიყავი... ეს ხომ ჩემი ოცნებების ასრულებას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, რა შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს Webster University Georgia სტუდენტებს. ჩემო ოცნება უკვე ოცნება აღარაა. ის რეალობაა.

(R)

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია