საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

2024 წლის 23 ივნისს, საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართა.

„2024 წლის საკონკურსო თემა გახლდათ „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ („Write a letter to future generations about the world you hope they inherit“. კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.

ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, „საქართველოს ფოსტის“ რჩეული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული. ესენი არიან: პირველი ადგილი - თორნიკე მამისაშვილი, მეორე ადგილი - ანასტასია ხვიბლიანი, მესამე ადგილი - ანასტასია ჯინჭარაძე, „საქართველოს ფოსტის“ რჩეული - დემეტრე საღრიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - თამთა კარანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რჩეული - ელენე დევაძე, გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული - ზურა თოდუა.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელი წერილი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2023 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია).

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 600 - მდე მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა