ირაკლი ზარქუა ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე - სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ - თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს

სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე, დავსანქცირდე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, ამ დრომდე არავისგან მიუღია პასუხი მმართველ გუნდს, რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი.

„რომელიმე მათგანი თუ გამოვა ან ელჩი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ის კი არა, აქ გათხოვილი კაცები რომ გვიწყობდნენ მიტინგებს და [მასში] მონაწილეობდნენ. ეს პროტოკოლის დარღვევა იყო, მიუღებელია, არაფერში ჯდება, არანაირ ურთიერთობაში ქვეყნებს შორის, რომ ოპოზიციის მიერ მოწყობილ ანტიქართულ მიტინგზე რომელიმე ქვეყნის ჩინოვნიკი გამოვიდეს. მიუღებელია ეს მაგრამ ცალკეა, დაფინანსებულია. დაკვეთა და შესაბამისი დირექტივა მიიღეს და ის გააკეთეს. ალბათ ვინც ესწრებოდნენ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც იკრიბებიან თუ რომელიმე გვეტყვის, რომ ის კანონი, რომელიც თავად მიიღეს ფრანგებმა, თავიანთ ქვეყანაში ამუშავებენ კანადელები, ამერიკას ჩვენზე გაცილებით მკაცრი აქვს და აგენტების რეესტრი ჰქვია, რომელიმე თუ გვეტყვის, რომ ამ პატარა ქვეყანას, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ინტერესია ყველა მხრიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, რატომ არ აქვს უფლება, რომ უბრალოდ ასჯერ უფრო მსუბუქი კანონი მიიღოს, ამაზე პასუხს თუ მიიღებთ ბორელისგან, დანარჩენი საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, ევროკომისრებისგან, თამამად მოდი და მელაპარაკე.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ მოეწონა და დაგვასანქცირა. როგორც ამბობენ, არ ვიცი, ჯერ არ გადამიმოწმებია, რომ ჩავალ ამერიკაში გეტყვით სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ არაო. მაგრამ ასე ხომ განაცხადეს. გესმით რა “სამართლიანობის ზეიმთან” გვაქვს საქმე? სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე დავსანქცირდე. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში და ის რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში აგერ შედეგი რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, თუ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება.

ამასთან, ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ზომები, რომლის მიღებაც შესაძლებელია: ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება”.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია