გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში

ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპულმა საზოგადოებამ უარი უთხრა „უსამართლობას, ომს, ეკონომიკურ ჩამოქცევასა და ა.შ“.

„მგონი, რომ ჩვენს გარდა ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში. წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მათ შორის, ჩვენს პოზიციას, ტრადიციულ კონსერვატორულ მიმართულებას, სამართლიანობას, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას. უარი უთხრა უსამართლობას, ომს, ეკონომიკურ ჩამოქცევასა და ა.შ. ამიტომ, არამხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაუხურა კარი თავად არამხოლოდ ერთ თანამდებობის პირს, არამედ ყველას, ვინც კი უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებით”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, თუ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება.

ამასთან, ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ზომები, რომლის მიღებაც შესაძლებელია: ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე