ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ის ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას.

სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადატანის მიზნით, თხევადი ბუნებრივი აირის მშენებარე პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას, ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენების აკრძალვას, რუსეთის ომში მონაწილე გემების მომსახურების გაწევისა და პორტებზე წვდომის აკრძალვას, ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას, შემდგომი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.

გარდა ამისა, ახალი შემზღუდველი ზომების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთიდან დაფინანსების მიღების უფლება აღარ ექნებათ.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრელი ან საფრთხის შემქნელი საქმიანობისთვის დასანქცირდნენ. სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი - ასევე მოგზაურობის აკრძალვას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე