აფხაზეთში, რუსეთთან ე.წ. საზღვარზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

სამართალდამცავებმა აფხაზეთში, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე სროლაში ეჭვმიტანილები დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განმარტებით, სროლის ექვსი მონაწილიდან სამი დააკავეს, მათგან ერთი -რუსეთის ტერიტორიაზე. კიდევ სამს კი ეძებენ. მისივე ინფორმაციით ყველა ეჭვმიტანილი „აფხაზეთის მოქალაქეა“. დაპირისპირების მიზეზი ხანგრძლივი ქონებრივი კონფლიქტი გახდა.

ე.წ. საზღვარზე სროლა გუშინ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება