ლევან იოსელიანი - საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან - დაუსჯელობით არ წაახალისონ პროცესი, რომელიც მოქალაქეებზე თავდასხმას გულისხმობს

საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობებს.

იოსელიანის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული.

„ნებისმიერი ასეთი ფაქტი დასაგმობია, სახელმწიფომ ეფექტურად უნდა მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ ფაქტზე, როცა მოქალაქეებზე ანგარიშსწორება ხდება მისი პოლიტიკური ან სხვა ტიპის მოსაზრებების გამო, ეს არის არა მხოლოდ დასაგმობი, არამედ გამოსაძიებელი ფაქტი. ადამიანები, ვინც ამაში ჩართულები არიან, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ჩვენ ყველა შემთხვევაზე ვახდენთ რეაგირებას, შესაბამის უწყებასთან ვართ კომუნიკაციაში და გამოძიების შედეგებს ველოდებით. გამოძიების მასალებთან წვდომა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მთელ რიგ შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებს ველოდებით. იმის მიხედვით, როგორი იქნება შედეგები, მერე გავაკეთებთ შეფასებას გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან და რომელთა სახელების და გვარების იდენტიფიცირება რთული არ არის. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, რომელიც მოქალაქეებზე თავდასხმას გულისხმობს. ნებისმიერი ასეთი ქმედება უკუკავშირს იწვევს და ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას ჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა იმ ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული",- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტს, ნიკო გაფრინდაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე