შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს!

ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც მიმდინარე სასესიო კვირაში ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სამსახურია დაესწრონ სხდომებს.

„ოპოზიციიდან არის შემოსული რამდენიმე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როცა საკითხის მითითების გარეშე სესიაზე დასწრებაზე უარს ამბობს, ეს არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის, არსად, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, ბოიკოტი წესი არ არის. ჩვენთან ოპოზიციის ხელში, უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული. ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია