აეროპორტების გაერთიანება - აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას ADB-თან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) განახორციელებს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ADB და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.

„მოცემული მომენტისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩაატარა არაერთი წინასწარი, ტექნიკური თუ სხვა ტიპის კვლევა, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან. მივედით იმ ფაზაზე, როცა დეტალური, სრულფასოვანი გენერალური განვითარების გეგმა არის საჭირო. ჩვენ ADB-სთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, გვქონდა წინასწარი შეხვედრები მათ შორის, ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 35-მდე ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საავიაციო საკონსულტაციო კომპანია. დაინტერესება არის ძალიან დიდი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვა, რომელთაგან ავარჩევთ საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ცნობით, სატენდერო პროცესი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპით კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ორ კვირიანი ვადა. ტენდერის მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. რისი შეფასების შედეგადაც გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ტენდერის საფუძველზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის საორიენტაციო ვადაა 2024 წლის ივლისი.

აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TA) 6707-GEO ფარგლებში, სატრანსპორტო სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ADB-მ მზაობა გამოთქვა ჩართულიყო თბილისის ახალი აეროპორტის განვითარების პროცესში, რის პირველ მნიშვნელოვან ეტაპსაც წარმოადგენს გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება.

https://www.youtube.com/watch?v=ToygtJVR9jI

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია