ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მიმდინარე კვირას პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავს.

„განხილვების პროცესში 11 რეგიონში 5000-მდე მოქალაქეს შევხდით. საკანონმდებლო პაკეტის მიმართ, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება, აბსოლუტური მხარდაჭერა იყო. გარდა ამისა, 17 მაისს, ვნახეთ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოსული დედაქალაქსა და რეგიონებში ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად. ამ საკითხზე ფაქტობრივი რეფერენდუმი უკვე ჩატარებულია და ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ მოქალაქეების ხმა ვაქციოთ კანონად. იმედი მაქვს, მიმდინარე კვირას ოპოზიცია საკუთარი მოქალაქეების ინტერესის მხარეს, საქართველოს მხარეს დადგება, ამ კანონპროექტთა პაკეტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას და მხარს დაუჭერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

25-28 ივნისის პლენარული სხდომების კვირაში „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ. ასევე, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშს მოისმენენ და უზენაესი სასამართლოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება