ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი რგოლია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და შესაბამისად, კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყებაა თავისი სპეცდანიშნულების და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით.

სამსახურს აქვს შესაძლებლობა მაღალი პროფესიონალიზმით უპასუხოს დაცვითი ღონისძიებებისთვის ყველა საჭიროებას და გამოწვევას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სამსახურის საქმიანობა არაერთხელ შეუფასებიათ დადებითად“, - აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში