საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის - „ქალთა ტექჰაბი“ - ფარგლებში გამართულ კონკურსში პირველი ადგილი სტუდენტურმა ჯგუფმა მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი გვანცა დავითაია და მისი გუნდი საუნივერსიტეტო პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) ფარგლებში გამართული ღონისძიების - „სტუ-ის მეწარმეობის დღე - ინოვაციური იდეების კონკურსის“ გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, „ინოვაციური იდეების კონკურსზე“ გვანცა დავითაიამ, სტუდენტთა ჯგუფთან ერთად, საკონკურსოდ ბიზნესიდეა - „შინაური ცხოველების მოლი - PetMall“ წარადგინა. საგრანტო ფონდი 600 დოლარს შეადგენდა, საიდანაც პირველი ადგილის მფლობელს 300 დოლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს - 200 დოლარი, მესამე ადგილზე კი - 100 დოლარი.

როგორც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, „ქალთა ტექჰაბის“ ფარგლებში გამართული „ინოვაციური იდეების კონკურსის“ გამარჯვებული გუნდის ლიდერი გვანცა დავითაია აღნიშნავს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებთან - სოფო ამაღლობელთან, ნათია ბერუაშვილთან და მარიამ გუგულაშვილთან ერთად წარდგენილი მულტიფუნქციური პროექტის მიზანი ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის გამარტივება იყო. მისი თქმით, კონკურსში მოპოვებული წარმატება ზრდის როგორც ბიზნესიდეის რეალურად განხორციელების სურვილს, ასევე, მოტივაციას ინვესტორის მოსაძიებლად.

„ჩვენი უნივერსიტეტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს მრავალმხრივ საინტერესო პროექტს - „ქალთა ტექჰაბი“, რომლის მიზანსაც ინჟინერიაში ქალების როლის ზრდა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო კურსი ზოგად მენეჯმენტში, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და PR ტექნოლოგიებში, გრაფიკულ დიზაინში, ვებტექნოლოგიებსა და WordPress დეველოპმენტში, ასევე, პრაქტიკულ მეწარმეობაში. გარდა ამისა, გაიმართა „მეწარმეობის დღესთან“ დაკავშირებული შემაჯამებელი ინტერაქტიური სემინარი. ინოვაციური იდეების კონკურსზე ჩვენმა ჯგუფმა წარვადგინეთ ბიზნესიდეა - მულტიფუნქციური PETMALL-ი. ჩვენი მიზანი ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის გამარტივება იყო. მოლში გავაერთიანეთ შინაური ცხოველებისთვის საჭირო ყველა მომსახურება: Grooming სალონი, ვეტერინარული კლინიკა 24/7, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ემერჯენსი), ვეტაფთიაქი, ზოომაღაზია და ცხოველთა სასტუმრო. მოხარული ვართ, რომ ჩვენმა ბიზნესიდეამ მაღალი შეფასება და პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებამ მოგვცა ძლიერი მოტივაცია, რომ რეალურად მოვიძიოთ ინვესტორი, რომელიც ამ ბიზნესიდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. შესაძლებლობების გამოვლენისა და ბიზნესისითვის საჭირო უნარების შეძენისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პროექტს - „ქალთა ტექჰაბი“, რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, რომელიც ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერია, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს. იმედი გვაქვს, მსგავსი პროექტები, რომელიც სტუდენტების კარიერული განვითარების და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებს ზრდის, მომავალშიც განხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში“, - ამბობს გვანცა დავითაია.

სტუ-ის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო პროექტს - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექჰაბი“, კოოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს. „ქალთა ტექჰაბის“ ეგიდით შეიქმნა საუნივერსიტეტო კარიერული პლატფორმა, რომელიც საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვასა და ქალ ინჟინერთა დასაქმებაზე ზრუნავს, უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული ქალებისთვის კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ასევე, ხელს უწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა