მამუკა მდინარაძე - ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონზე - ოპოზიციის „მესიჯი“, რომელიც ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით არის დალაგებული, სპეკულაციურია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარალემენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაძლევს.

როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის „მესიჯი“ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით არის დალაგებული და სპეკულაციურია.

„ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუსმენ კომენტარებს, აბსოლუტურად, არარელევანტურს. ბოლო დღეებში, ასეთი „მესიჯბოქსი“ დახვეწეს - ერთპარტიული ცესკოს შესახებ, როდესაც 9 პარტიაა წარმომადგენელი, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ერთ-ერთია იმ 9 პარტიაში, რომლებიც პროფესიულ წევრებთან ერთად გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ ოპოზიციის „მესიჯი“, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით დალაგებულია, სპეკულაციურია, თითქოს ცესკოს შემადგენლობა ერთპარტიულია. მათ უბრალოდ, უნდოდათ, მათ პარტიულ წარმომადგენლებს დაებლოკათ გადაწყვეტილები. ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებები 2/3- ით მიიღება, რაც კანონშია გაწერილი და შემდეგ თუკი ცესკოს შემადგენლობა 2/3 -ით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ შემდეგ უმრავლესობით იქნას მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოტაჟის საშუალება ექნებოდათ პარტიულ წევრებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტში მიმდინარე კვირაში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების პაკეტს განიხილავენ და პირველი მოსმენით მიიღებენ.

„საშემოდგომო სესიაზე ჩვენ მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ ამ კანონს. ასევე, განხილვაზე შემოვიტანთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამწუხაროდ, მას ვერ მივიღებთ, თუმცა შეიძლება მივიღოთ სარეიტინგო კენჭისყრა, ვნახოთ ვინ უჭერს მხარს და ვინ არა, თუ სარეიტინგო კენჭისყრა აჩვენებს, რომ შესაძლებელია გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილები ამ მიმართულებით, ხომ კარგი, თუ არა და დაველოდებით შემდეგი პარლამენტის შემადგენლობას, რომ ეს წესი და წესები განვამტკიცოთ კონსტიტუციურადაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში აირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აირჩევენ. გარდა ამისა, პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წარმომდგენლებსაც აირჩევს. ხოლო 28 ივნისს, პარლამენტში ანგარიშით წარდგება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა