ჯონ ბასი - სამწუხაროა იმის ნახვა თუ  როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის მძევალი

სამწუხაროა იმის ნახვა თუ როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მძევალი , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა.

„ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება მთელი [ქართული] საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, უკმაყოფილების მძევალი“, - აცხადებს ჯონ ბასი.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, „როცა მოკავშირეები დარწმუნდებიან, რომ ის მზადაა შეასრულოს წევრობის ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვა“.

„სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე საქართველოში ელჩი ვიყავი, ჩვენ ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს პროგრესი არ გვინახავს. ძალიან შემაშფოთებელი იყო ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ყურება, განსაკუთრებით ბოლო თვეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან“, - აღნიშნავს ჯონ ბასი, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება